eng | ქარ 18 მაისი 2022, 03:52 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას - რატი ბრეგაძე

13 მაისი 2022 | 11:18

საქართველოში, და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტი.

„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად… ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times