eng | ქარ 18 მაისი 2022, 04:34 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

გაერომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებზე გამოძიებას ეხება

12 მაისი 2022 | 19:25

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე გამოძიების წარმოებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ რეზოლუციას მხარი ჩინეთმა არ დაუჭირა.

როგორც Sky News-ი წერს, უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ თებერვლის ბოლოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ასობით ეჭმიტანილი სამხედრო დამნაშავე გამოავლინეს.

შეგახსენებთ, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანომ ჟენევაში საგანგებო სხდომა გამართა, რათა უკრაინაში მოსკოვის სავარაუდო დარღვევების მტკიცებულებები განიხილონ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times