eng | ქარ 18 მაისი 2022, 04:49 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

თუ აღმოჩნდება რომ საქართველოში არ არის მისი მკურნალობისთვის საჭირო რესურსი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი, მოინახოს სამართლებრივი მექანიზმები რომ გადაყვანილი იყოს უცხოეთში - მიხეილ სარჯველაძე

12 მაისი 2022 | 16:22

იმ ხალხის მიზანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანას ითხოვს, არის არა ჯანმრთელობის პრობლემების მოწესრიგება, არამედ ამ ხერხით სააკაშვილისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლითაც გვერდს აუქცევს მართლმსაჯულებას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში სააკაშვილის გამოკვლევებზე გადაყვანა ამ საკითხზე სპეკულაციებს დაასრულებს.

„იმისათვის, რომ საზოგადოებამ ცხადად დაინახოს რეალურად არსებული ვითარება, თუ ვინმეს კითხვები აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიიღოს და ობიექტურად დადგინდეს ყველა გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, იუსტიციის სამინისტრომ ამ მიზნით აბსოლუტურად რელევანტური წინადადება შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს, რომ გამოკვლევები ჩატარებულიყო, შესაბამისად, ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დასმოდა. კარგია, რომ ეს საკითხი შეთანხმდა სააკაშვილთან და მოხდა მისი გადაყვანა კლინიკაში, რომელსაც აქვს ყველა რესურსი, რომ სიღრმისეული და აბსოლუტურად ყველა გამოკვლევა ჩატარდეს და საზოგადოებას არ უწევდეს მარჩიელობა, არსებობს თუ არა ურგენტული საჭიროება სადმე წაყვანის ან არწაყვანის. ამაზე გააჩნდა განსხვავებული პოზიცია პენიტენციურ სამსახურს და სააკაშვილის მომხრეებს და გულშემატკივრებს, ამას წერტილი დაესმება და ეს არის კარგი პროცესი. გამოჩნდება რა არის კონკრეტული საჭიროება და როგორ უნდა იყოს აღმოფხვრილი პრობლემები, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ამ დიაგნოსტიკის შემდეგ ეს იქნება ძალზე მარტივი,"- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის განსაზღვრის შემდეგ განისაზღვრება ისიც, რამდენად არსებობს ამ მკურნალობის გაწევის შესაძლებლობა პენიტენციურ სისტემაში ან საქართველოს სამოქალაქო კლინიკებში და თუკი აღმოჩნდება, რომ სერვისის გაწევა საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა პატიმრის უცხოეთში გადაყვანაზე, თუმცა, ამჟამად ამის რაიმე წინაპირობა არ ჩანს.

"მეცნიერულად ხდება დიაგნოსტიკაც, მკურნალობის გაწერაც, რეკომენდირებული რა არის, ამის გაწერა, იქ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, ეს არის დიაგნოზი და ეს არის რეკომენდირებული მკურნალობის კურსი. შემდეგ უნდა გაირკვეს, შეიძლება თუ არა ეს მკურნალობა მიწოდებული იქნას ან პენიტანციურ სამსახურში ან საქართველოს რომელიმე კერძო კლინიკაში, ჰიპოთეტურად თუ აღმოჩნდება რომ საქართველოში არ არის ასეთი რესურსი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი, მოინახოს სამართლებრივი მექანიზმები რომ გადაყვანილი იყოს უცხოეთში. მანამდე ამის საჭიროება არ არსებობს. რა პოზიციაც პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა, რომ არ არის ისეთი მდგომარეობა, როცა რამე სერვისი შეიძლება იყოს ხელმიუწვდომელი, ეს რომ უდაო გავხადოთ, ამ მიზანს ემსახურება კვლევები, რაც იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა, რომ საკამათო აღარ იყოს საკითხი, რა არის დიაგნოზი,"- განაცხადა სარჯველაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times