eng | ქარ 18 მაისი 2022, 03:46 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას - ვლადიმერ პუტინი

09 მაისი 2022 | 12:27

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად ტრადიციული აღლუმი იმართება. ცოტა ხნის წინ წითელ მოედანზე შეკრებილ სამხედროებს და მაღალჩინოსნებს რუსეთის პრეზიდენტმა მიმართა. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა უკრაინაზე და მიმდინრე ომს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში დონბასელი ხალხისთვის იბრძვიან. ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„შარშან დეკემბერში ჩვენ გამოვედით წინადადებით, შევთანხმდეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. რუსეთმა მოუწოდა დასავლეთს პატიოსანი დიალოგისკენ და გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიებისკენ, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. ყველაფერი სულ ტყუილად. ნატო-ს ქვეყნებმა არ მოინდომეს ჩვენი გაგება, ეს კი ნიშნავს, რომ მათ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ. და ჩვენ ეს დავინახეთ. ღიად მიმდინარეობდა მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება დონბასში და ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრისთვის, მათ შორის ყირიმში. კიევში საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შექმნაზე. ნატო-მ დაიწყო მის საზღვრებთან მდებარე ტერიტორიების აქტიური ათვისება.

რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაყწვეტილება. ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება. დღეს, დონბასელი მებრძოლები რუსეთის არმიასთან ერთად, საკუთარ მიწაზე იბრძვიან. ახლა მოგმართავთ თქვენ, შეიარაღებულ ძალებს და დონბასელ მებრძოლებს – თქვენ იბრძვით სამშობლოსა და მომავლისთვის, რომ არავინ არასდროს დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რომ მსოფლიოში არ იყოს ნაცისტების და ჯალათების ადგილი“, – განაცხადა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ წელს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს არც ერთი უცხოელი სტუმარი არ ესწრება. ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უამინდობის გამო, აღლუმის დროს ავიაციას არ გამოიყენებენ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times