eng | ქარ 18 მაისი 2022, 04:16 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში

09 მაისი 2022 | 11:12

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში.

გერმანულ გამოცემა „დიე ველტთან“ საუბრისას, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინმა შეიარაღებული ძალები უკრაინიდან უნდა გაიყვანოს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას, რომელიც იცავს საკუთარ უფლებას თავდაცვაზე“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, 9 მაისის სიტყვით მიმართვას რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებს დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატო-ს გასაკრიტიკებლად.

„ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს ნატო-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times