აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ტურნირი ძიუდოში

მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს, ა(ა)იპ ბოლნისის ძიუდოს სკოლის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ბოლნისის ჭიდაობის სასახლეში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, საბა დადვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 15 წლამდე ასაკის ვაჟებს შორის. ტურნირში 200-ზე მეტი მოზარდი იღებდა მონაწილეობას.ტურნირზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე იყო მიწვეული, რომელმაც მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოზარდ ძიუდოისტებს წარმატებები უსურვა, ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის კი მასპინძლებს მადლობა გადაუხადა.გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური სიგელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა, გია ედილაშვილმა და უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ გადასცეს.აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ძიუდოს ტურნირი 2009 წელს, მისი მწვრთნელის, შერმადინ დადვანის ინიციატივით დაარსდა; საბა ბავშვობიდან ჭიდაობა ძიუდოთი იყო გატაცებული და ამავე დარბაზში ვარჯიშობდა. საბა დადვანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან იყო; ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. წოდებით კაპრალი, 18 წლის სნაიპერი, ცხინვალში, რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა; იგი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირია. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.2019 წელს, ქუჩას ტანძიაში, სადაც საბა გაიზარდა, მისი სახელი მიენიჭა.

7 Comments

  1. ecommerce

    Wow, incredible blog format! How long have you been running
    a blog for? you made blogging glance easy.
    The whole glance of your web site is wonderful, as smartly as the
    content! You can see similar here e-commerce

  2. sklep internetowy

    My brother recommended I might like this website.
    He was entirely right. This post truly made my day. You can not imagine simply how much
    time I had spent for this info! Thanks! I saw similar here: Sklep internetowy

  3. najlepszy sklep

    A person necessarily assist to make seriously posts I’d state. This is the first time I frequented your web page and thus far? I surprised with the research you made to make this actual submit amazing. Wonderful activity!

  4. sklep online

    If you desire to obtain a great deal from this post
    then you have to apply such strategies to your won web site.
    I saw similar here: Sklep online

  5. najlepszy sklep

    Hello! Do you know if they make any plugins to assist with Search Engine
    Optimization? I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m
    not seeing very good success. If you know of any please share.
    Cheers! You can read similar text here: Dobry sklep

  6. najlepszy sklep

    Hi there! Do you know if they make any plugins to help with SEO?
    I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords
    but I’m not seeing very good gains. If you know of any please share.
    Thank you! You can read similar art here: Sklep internetowy

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *