1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარამდე იზრდება

1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა, შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს 233 000-მდე ბავშვი მიიღებს.

 

„პროექტი სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებასა და ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.