eng | ქარ 21 სექტემბერი 2020, 01:14 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

კინზინგერი: დროა, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს

07 აგვისტო 2020 | 19:30

საქართველოსთვის დადგა დრო, რათა გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად მასპინძლობს.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ საქართველო ვერ გახდეს ალიანსის წევრი.

"საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორისაა ავღანეთის ოპერაციაში. ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობით მეორეა ამერიკის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის.

ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი - ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას.

ველი საუბრებს მეგობრებთან და ყველა სხვასთან", - განაცხადა ადამ კინზინგერმა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.214 0.0000
EUR 3.8057 0.0000
GBP 4.1711 0.0000
RUS 4.2817 0.0000

Georgian Times