eng | ქარ 20 სექტემბერი 2020, 23:43
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ბეირუთის პორტში აფეთქებასთან საქართველოს დაკავშირება საფუძველს მოკლებულია

05 აგვისტო 2020 | 19:16

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ბეირუთის პორტში აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

უწყების განმარტებით, ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.

ამონიუმის ნიტრატი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია, ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე. 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52 037 ტონა.

ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს.

აფეთქების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა დაასახელეს პორტში წლების განმავლობაში შენახული დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატის დასაწყობების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა.

ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციამ დააკავა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი Rhosus-ი, მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა.

გემს გადაჰქონდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).

გემის დაკავების შემდეგ გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ტვირთი გადმოტვირთეს და დაასაწყობეს ბეირუთის პორტში.

საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე საერთაშორისო შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, ხოლო კომპლექსური შემოწმება - ყოველწლიურად.

საქართველოს ნავსადგურები და სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.

სააგენტოს ბოლო წლების განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი უმაღლესი შეფასება.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.214 0.0000
EUR 3.8057 0.0000
GBP 4.1711 0.0000
RUS 4.2817 0.0000

Georgian Times