eng | ქარ 11 აგვისტო 2020, 20:15 სამშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს ტოვებენ

31 ივლისი 2020 | 17:37

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის გუბერნატორები და თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი თანამდებობებს 1 აგვისტოდან დატოვებენ:

ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;

ნოდარ ტურძელაძე - თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი - თბილისის ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

თანამდებობები უკვე დატოვეს:

ზაალ მიქელაძე - აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი - ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; 

ალექსანდრე მოწერელია - სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

რაც შეეხება სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0743 -0.0015
EUR 3.6138 -0.0218
GBP 4.0061 -0.0201
RUS 4.1709 -0.0102

Georgian Times