eng | ქარ 11 აგვისტო 2020, 20:09 სამშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ხაბურძანია: პუტინი კი არა, რუსეთი თავისი არსებობით ქმნის პოლიტიკას

31 ივლისი 2020 | 14:03

ვალერი ხაბურძანიამ რადიო "ჯორჯიან თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოკუპაციაზე ისაუბრა.

როგორც მან მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" განაცხადა, ხელისუფლებას იმდენი პრობლემა აქვს, რომ  ამ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემისთვის დრო არ რჩება.

"ხელისუფლებას, რომელიც ელემენტარული საკითხების გამო  ბეწვზე ჰკიდებს თავის არსებობას, ბუნებრივია, არ შეუძლია ასეთი გლობალური პრობლემის მოგვარება.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ არა მარტო მოაგვაროს, არამედ ეკონომიკური საკითხებიც წინ წამოწიოს და ამის შემდეგ შეიძლება  უფრო დიდ პრობლემებზე სუბარი.

ჩემი მხრიდან რეკომენდაციების მიცემა უშედეგო იქნება", - განაცხადა  ვალერი ხაბურძანიამ.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად საჭიროა მოლაპარაკებები და არანაირი აგრესია.

"ეს რუსეთთან დიალოგის  გარეშე შეუძლებელია.

საუბარიც არ მინდა იმ ადამიანებზე, რომელებიც ელოდებიან, რომ რუსეთი დაიშლება და ამის შემდეგ მოხდება ტერიტორიების დაბრუნება. საზოგადოების ნაწილს ამის სჯერა, მაგრამ საუბარი მაქვს იმაზე, რომ რუსეთის დაშლის შემდეგ ვისთან მოგვიწევს არა საუბარი, არამედ ომი.

ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს ჰგონია, რომ  პუტინი რადგან არის პოლიტიკაში, ამიტომ არის ურთიერთობები გამწვავებული. სინამდვილეში რუსეთი თავისი არსებობით ქმნის პოლიტიკას", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0743 -0.0015
EUR 3.6138 -0.0218
GBP 4.0061 -0.0201
RUS 4.1709 -0.0102

Georgian Times