eng | ქარ 11 აგვისტო 2020, 19:04 სამშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

31 ივლისი 2020 | 11:30

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა.

ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე 30 ივლისს გამოქვეყნდა და ძალაში ამოქმედებისთანავე შევიდა.

"საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი - წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან", - წერია ბრძანებულების დანართში.

პრეზიდენტის დროშა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0743 -0.0015
EUR 3.6138 -0.0218
GBP 4.0061 -0.0201
RUS 4.1709 -0.0102

Georgian Times