eng | ქარ 11 აგვისტო 2020, 19:35 სამშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესვლის უფლება აქვთ

30 ივლისი 2020 | 19:15

ევროკავშირის საბჭომ იმ არაწევრი სახელმწიფოების სია განაახლა, რომელთა რეზიდენტებსაც პანდემიის პირობებში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა აქვთ.

სიაში არიან: საქართველო, ავსტრალია, კანადა, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

ჩინეთისთვის საზღვრები იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ პეკინი ევროკავშირის მოქალაქეებს ჩინეთში შესვლის უფლებას მისცემს.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან დღეს ამოიღეს ალჟირი, 2 კვირის წინ - სერბეთი და მონტენეგრო.

ევროკავშირის საბჭო სიას 2 კვირაში ერთხელ აახლებს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0743 -0.0015
EUR 3.6138 -0.0218
GBP 4.0061 -0.0201
RUS 4.1709 -0.0102

Georgian Times