eng | ქარ 11 აგვისტო 2020, 20:57 სამშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა

30 ივლისი 2020 | 16:00

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების და ერთიანად გადახდის ფუნქციონალი დაემატა.

დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონები დააჯგუფოს და ის სასურველი ტიპის ჯგუფში გააერთიანოს. ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც დაზოგავს მომხმარებლის დროს და მას ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

კომუნალური გადასახადების დაჯგუფება ძალიან მარტივია. ფუნქციონალით სარგებლობისთვის და გადასახადების ერთიანად გადასახდელად, მომხმარებელმა:

  • გადარიცხვების მენიუდან უნდა აირჩიოს კომუნალური გადახდები;
  • მონიშნოს შაბლონები, რომლის დაჯგუფებაც სურს;
  • შექმნას ჯგუფი და დაარქვას მას სასურველი სახელი;
  • მარტივად, ერთიანად გადაიხადოს დაჯგუფებული გადასახადები;

კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალით სარგებლობა თიბისის მობაილბანკთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტბანკშიცაა შესაძლებელი.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0743 -0.0015
EUR 3.6138 -0.0218
GBP 4.0061 -0.0201
RUS 4.1709 -0.0102

Georgian Times