eng | ქარ 19 იანვარი 2022, 15:31 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს, არსებობს "ევროპული საქართველო 2" - მაია ორჯონიკიძე

14 იანვარი 2022 | 17:51

"ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა წევრმა, მაია ორჯონიკიძემ, რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "დროული დიალოგი", განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არ აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილის ბედი და მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა პარტია.

"არ მიყვარს ლოზუნგებით საუბარი, მაგრამ ღალატი, დაპირისპირება, დაიწყო 2018 წელს. მაშინ ღიად დაუპირისპირდა ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ, მათ ზუსტად 15 წუთში უარყვეს ეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ეს მოწოდება იყო სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება, რასაც პოლიტსაბჭო არ იზიარებდა. ბოლო წლებია, ოპოზიციურ ტელევიზიებში ნიკა მელიას კრიტიკა წარმოუდგენელია, თუმცა, მიხეილ სააკაშვილზე შეგიძლია თქვა ყველაფერი. ეს ტელევიზიები გადასულია ნიკა მელიას პიარზე. 2016 წლიდან შეიქმნა ნიკა მელიას კულტი. ოდესღაც სახელოვანი პარტიის მხარდამჭერები არ ყოფდნენ მიშას და პარტიას, თუმცა, ეს დაიწყო 2016 წელს და ჩვენთვის უფრო ნათელი გახდა 2018 წლიდან.5 წელია საზოგადოება დუმდა, რომ მიხეილ სააკააშვილს თავზე არ გადახტომოდა. დღეს, როდესაც მივხვდი, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს, არა მხოლოდ არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, არამედ მიდის მისი მხარდამჭერების გეგმაზომიერი დისკრიმინირება, სამარცხვინო ბულინგი და შევიწროება, მივხვდი, რომ მორალური უფლება არ მქონდა ამ პარტიაში დარჩენის. 

დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. დღეს გვაქვს "ევროპული საქართველო 2". ის, რაც ვერ მოახერხა გიგა ბოკერიამ, წარმატებით მოახერხა ნიკა მელიამ. მისი პოლიტიკა ასეთია, რომ გარდა იმისა, რომ ის არაფერს უთანხმებს მიხეილ სააკაშვილს, ის ე.წ. განქოცებულებს და შუაშისტებს იზიდავს და ამ ხალხით უნდა იმ მხარდამწერების ჩანაცვლება, ვინც ამდენი წელია გვერდში უდგას პარტიას. რაც არის "ნაცმოძრაობა" იმას ცვლის. არც ახალი პარტიის შექმნა არ უნდა, რადგან იქ არ ეყოლება 500 ათასი მხარდამჭერი. მე დავტოვე ის კონგლომერაცია, რასაც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, თუმცა, ვრჩები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად", - განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times