eng | ქარ 19 იანვარი 2022, 15:00 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

14 იანვარი 2022 | 10:55

უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა - ასეთია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასება ორ დღიანი შეხვედრების შემდეგ.

ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს შესახებ ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეისაუბრა.

NATO-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომიტეტის შეხვედრებზე ალიანსმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით თავდაცვისუნარიანობა გააუმჯობესა. ეს პაკეტი გაიზარდა იმისთვის, რათა გაუმჯობესებულიყო კავშირი საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის, გაძლიერებულიყო საქართველოს საზღვაო კომპონენტი და უფრო მეტი ყურადღება გამახვილებულიყო მედეგობაზე.

ალიანსის ორივე პარტნიორი - უკრაინა და საქართველო NATO-ს უპრეცენდენტო მხარდაჭერითა და დახმარებით სარგებლობენ. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდეთ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანადაც. სესიებზე ჩვენ დავადასტურეთ NATO-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ," - განაცხადა რობ ბაუერმა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times