eng | ქარ 19 იანვარი 2022, 15:25 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ანდაზა ხომ იცით, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მისი განცხადებაც - ნიკოლოზ სამხარაძე მიხეილ სააკაშვილზე

13 იანვარი 2022 | 18:05

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოს ყოფილიპრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება შეაფასა.

საუბარია სასამართლო პროცესზე სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: „მეგობრებო, მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა ეს დავასრულოთ. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები“.

„მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს ვგრძნობ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, 2024 წლის ოქტომბრამდე მიცემული აქვს ხალხის მიერ მიცემული მანდატი, 2024 წლის შემდეგ ვნახოთ. ქართული ანდაზა ხომ იცით, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მისი განცხადებაც. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ არჩევნები მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოიგო, არ ვიცი, რა ჰქვია ამას – ეს არის ალტერნატიული რეალობის შექმნა, რაღაც მითებსა და ზღაპრებში ცხოვრება. ეს ყველაფერი მარტივად დათვლადია, სად მოიგეს და სად – არა. 63 ოლქში წააგეს, ერთ ოლქში მოიგეს. მათემატიკა ზუსტი რიცხვებია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times