eng | ქარ 03 აგვისტო 2020, 13:21 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებაზე 200 ადამიანი დაიშვება

13 ივლისი 2020 | 13:24

პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრა.

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც.

დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1 000-მა სასტუმრომ, რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.

საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და სხვა საქმიანობების გახსნაზე გადაწყვეტილებებს ეტაპობრივად მიიღებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად ივლისში ავიარეისებს ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი ასრულებენ.

დღეს შესრულდება რეისი ვარშავა-თბილისი;

15 ივლისს - ბარსელონა-თბილისი;

17 ივლისს - რომი-თბილისი;

22 ივლისს - პარიზი-თბილისი;

28 ივლისს - ათენი-თბილისი.

ბილეთი 200 ევროზე მეტი არ ეღირება.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0721 0.0000
EUR 3.642 0.0000
GBP 4.0343 0.0000
RUS 4.1573 0.0000

Georgian Times