eng | ქარ 03 აგვისტო 2020, 13:45 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის კანონებში ცვლილებების განხილვა გადაიდო

13 ივლისი 2020 | 11:44

ელექტრონული კომუნიკაციების კანონში და მაუწყებლობის კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო.

ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლებს და ინტერნეტმიმწოდებლებს ეხება, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე აღარ განიხილება.

კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას განმარტებით, ჯერჯერობით, პროვაიდერებსა და კომუნიკაციების კომისიას შორის კონსენსუსი არ შემდგარა. მისი შეთავაზებაა, კანონპროექტი 14 ივლისს განიხილონ, რათა ეს დრო შეთანხმების მისაღწევად გამოიყენონ.

"მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსის მიღწევას. გასაგებია, რომ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხებათ ეს კანონპროექტი", - განაცხადა რომან კაკულიამ.

პროექტით, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო-საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

კონკურენტების შეფასებით, კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის საფრთხეს შეიცავს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0721 0.0000
EUR 3.642 0.0000
GBP 4.0343 0.0000
RUS 4.1573 0.0000

Georgian Times