eng | ქარ 03 აგვისტო 2020, 12:45 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

უკრაინის ელჩი ისევ დაიბარეს - ამჯერადაც სააკაშვილის განცხადებების გამო

10 ივლისი 2020 | 15:00

უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში ისევ დაიბარეს - ამჯერადაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო.

ქართულმა მხარემ გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით მიუღებელი განცხადებების გამო.

"მსგავსი ქმედებები, რაც ასევე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ურთიერთობებს.

ვიმედოვნებთ, უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს ამ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების განვითარებისკენ", - აცხადებს სამინისტრო.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადება მხოლოდ მისი პირადი შეხედულებებ", - ამბობს იგორ დოლგოვი.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას და არჩევნებში ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0721 0.0000
EUR 3.642 0.0000
GBP 4.0343 0.0000
RUS 4.1573 0.0000

Georgian Times