eng | ქარ 03 აგვისტო 2020, 13:59 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

გახარია: როგორც ჩანს, ჩვენი წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა გარეთაც გადის

10 ივლისი 2020 | 12:00

გიორგი გახარია აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების 15 %-ის "დაკავებას" ითვალისწინებს.

"ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩამოთვლილი პუნქტების მიმართულებით საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, როგორც ჩანს, ჩვენი წინასაარჩევნო, შიდა პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა, შიდა დაძაბულობა გარეთაც გადის", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მსგავსი ინტერპრეტაციები იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა ცვლილებების მიღების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები "შესანიშნავი" იყო.

კანონპროექტი 29 ხმით, 21-ის წინააღმდეგ 9 ივლისს გავიდა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0721 0.0000
EUR 3.642 0.0000
GBP 4.0343 0.0000
RUS 4.1573 0.0000

Georgian Times