eng | ქარ 11 აგვისტო 2020, 19:10 სამშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

აფრასიძეების საქმე - ოჯახი ბარამიძე-სააკაშვილი-ადეიშვილი-მერაბიშვილის დასჯას ითხოვს

09 ივლისი 2020 | 15:00

აფრასიძეების საქმე - გენერალურ პროკურატურაში დოდო აფრასიძის და ირაკლი შოთაძის შეხვედრა მიმდინარეობს.

დოდო აფრასიძე მეუღლის და შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

"პირველ რიგში გიორგი ბარამიძე და მაშინდელი თანამდებობის პირები. ეს სპეცოპერაცია იყო მიზანმიმართული თავდასხმა ოჯახზე, დანაშაულების ჩვენზე გადმობრალება. იმიტომ მოკლეს ჩემი შვილი, რომ სიმართლე არ ეთქვა", - განაცხადა დოდო აფრასიძემ. 

"ეს იყო ომი ერთი ოჯახის წინააღმდეგ - 12 ვერტმფრენი და 2 ათასი შეიარაღებული ადამიანი მონაწილეობდა.

ბატონები ბარამიძე, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი ატარებდნენ ბრიფინგებს და ქვეყანას ამცნობდნენ, რომ აფრასიძეების ეზოდან ამოიღეს გვამები კალაძის, გოგინაშვილის, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ვითხოვთ პასუხებს და მათ დასჯას. თუ არ დაისჯებიან, გვინდა მოვისმინოთ, რომ სახელმწიფო უარს ამბობს ოჯახის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაზე", - განაცხადა აფრასიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

2004 წელს სვანეთში სპეცოპერაცის შედეგად, ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს და 19-17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრები ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გაათავისუფლეს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0743 -0.0015
EUR 3.6138 -0.0218
GBP 4.0061 -0.0201
RUS 4.1709 -0.0102

Georgian Times