eng | ქარ 03 აგვისტო 2020, 12:56 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს დახმარების 15 % არ გამოუყოს

09 ივლისი 2020 | 13:20

აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტის განმარტებაში ახსნილია ის პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს დახმარების 15 % არ გამოუყონ.

საუბარია საქართველოსთვის ჯამში 132 025 000 დოლარის გამოყოფაზე.

წერია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიან ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კერძოდ, მხედველობაში მიიღებს შემდეგ გარემოებებს:

  1. რამდენად ეფექტიანად ხორციელდება საარჩევნო რეფორმა;
  2. რამდენად იცავს სასამართლო დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან;
  3. რამდენად ეფექტიანად ახორციელებს პოლიტიკას ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციასთან წვდომის კუთხით;
  4. რამდენად დაცულია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებები და მედიის თავისუფლება;
  5. რამდენად ზღუდავს მთავრობა ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონების და რეგულაციების გამოყენებაზე.

რაც შეეხება ზოგადად საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის მიზნობრიობას, წერია, რომ კომიტეტი მიმართავს სახელმწიფო მდივანს და USAID-ის ადმინისტრატორს, პრიორიტეტები მიანიჭოს იმ პროგრამებს, რომლებიც კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0721 0.0000
EUR 3.642 0.0000
GBP 4.0343 0.0000
RUS 4.1573 0.0000

Georgian Times