eng | ქარ 03 აგვისტო 2020, 12:33 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

09 ივლისი 2020 | 11:40

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მევენახეების მხარდასაჭერად რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. 

პრემიერის განმარტებით, სუბსიდირება შეეხება ისეთ ჯიშებს, როგორიცაა რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება.

"თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, თუ ასეთი უკიდურესი საჭიროება იქნება.

მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართულ ყურძენზე - რქაწითელზე და კახურ მწვანეზე - იქნება 80 თეთრი.

ეს მინიმალური შესაძლებობაა კრიზის პირობებში, რაც შეგვიძლია, დახმარების სახით გავუწიოთ მევენახეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0721 0.0000
EUR 3.642 0.0000
GBP 4.0343 0.0000
RUS 4.1573 0.0000

Georgian Times