eng | ქარ 03 აგვისტო 2020, 12:52 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

სავალუტო ფონდი: გლობალური სახელმწიფო ვალი საერთო მშპ-ს 100 %-ს აღემატება

08 ივლისი 2020 | 19:45

ჯანდაცვის კრიზისზე მთავრობების რეაგირების შემდეგ, ისტორიაში პირველად, გლობალური სახელმწიფო ვალი საერთო მთლიანი შიდა პროდუქტის 100 %-ს აღემატება.

ფონდში შეშფოთებას გამოთქვამენ ვალების ზრდის გამო როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ეკონომიკებში.

ფონდის ხელმძღვანელობა კორონაკრიზისის დასრულების შემდეგ გლობალური ფისკალური რეფორმის ინიციატივით გამოდის.

"როდესაც ეკონომიკა დაუბრუნდება ძველ გზას, უნდა შეიქმნას საშუალო და გრძელვადიანი ფისკალური ჩარჩო, რომლის მიხედვითაც მოხდება სახელმწიფო ფინანსების მართვა. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკის რეკომენდაციების უდიდეს პრიორიტეტებს შორის", - განაცხადა ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, მიცუჰირო ფურუსავამ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.0721 0.0000
EUR 3.642 0.0000
GBP 4.0343 0.0000
RUS 4.1573 0.0000

Georgian Times