eng | ქარ 19 იანვარი 2022, 14:47 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

„ამ ვირუსს აქვს პოტენციალი, რომ „დელტა“ ვარიანტზე უფრო მასშტაბურად გავრცელდეს“ - მედიკოსები „ომიკრონის“ შტამზე

29 ნოემბერი 2021 | 13:55

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე საზოგადოებას აფრიკის ქვეყნებში გავრცელებულ ახალ შტამზე, „ომიკრონზე“ აწვდის ინფორმაციას. მისი თქმით, ვირუსის ახალ ვარიანტს მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, თუმცა სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება.

ვირუსის ახალი ვარიანტი მუდმივად წარმოიქმნება. თუ რომელიმე გამოავლენს ისეთ თვისებებს, რომლებიც საშიშია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მაგალითად, სიჩქარისა და ეფექტურობის გაზრდა, კატეგორია ეცვლება და შემაშფოთებელი ვარიანტის სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, საყურადღებო ვარიანტის კატეგორიაში გადადის. უნდა ჩატარდეს კვლევა, რამდენად აქვს პოტენციალი დაიკავოს დომინანტური ადგილი, ჩაანაცვლოს სხვა ვარიანტი, შეცვალოს ვაქცინაციის ეფექტურობა. ვირუსის ეს ახალი ვარიანტი ჯერჯერობით მსუბუქად მიმდინარეობს, არ ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა ახასიათებს, ჩვეულებრივი გაციების სიმპტომი აქვს, თუმც ძალინ ეფექტურად ვრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში, რომლებიც არ არინ აცრილები“,- განაცხადა კამკამიძემ.

იგი, ასევე, იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ემუქრება, თუკი ვირუსის ახალი შტამი ქვეყნაში შემოაღწევს. ეს კი, კამკამიძის თქმით, გარდაუვალიც კია.

საქართველო ვერ იქნებ მთლიანად დაცული, რასაკვირველია, ეს ვარიანტი ადრე თუ გვიან შემოაღწევს. შეიძლება არის კიდევაც და არ ვიცით. ჯერჯერობით საგანგაშო მდგომარეობა არ არის, პირიქით, გვაქვს ინფორმაცია, რომ მსუბუქ ფორმით, თუმცა სწრაფად ვრცელდება. 2 თვე მაინც სჭირდება ზუსტ მონაცემების მიღებას, გვიცავ თუ არა ვაქცინაცია. ასევე, ვმსჯელობთ, როგორ ვრცელდება იგი არაპირდაპირი გზით ვაქცინირებულებსა და არავაქცინირებულებს შორის. ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაქცინა იცავს, გარკვეულწილად, თუმცა მაინც იცავს. ამ ვირუსს აქვს პოტენციალი, რომ „დელტა“ ვარიანტზე უფრო მასშტაბურად გავრცელდეს. რასაკვირველია, როცა სახელ ერქმვა ვირუსს, ის შემაშფოთებელი ვარიანტია“,- განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

„ომიკრონის“ საფრთხეებზე ექიმი ივანე ჩხაიძეც საუბრობს. მისი თქმით, ვირუსის ამ ახალი ვარიანტის სერიოზულობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მისთვის შეშფოთების კვალიფიკაციის დაუყოვნებელი მინიჭებითაც დასტურდება.

„ვირუსის ახალი ვარიანტი არის თუ არა რისკის შემცველი, ცნობილი გახდება, ალბათ, დეკემბერში. ერთი, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „ჯანმოს“ უპრეცედენტოდ სწრაფი რეაგირება. 26 ნოემბერს შეიკრიბა ჯანმოს ყველაზ მაღალ რანგის, სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი. ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს პაციენტების შესახებ, ეს არის სამხრეთ აფრიკის მედიკოსის დაკვირვების შედეგად მიღებული, რომლის მიხედვითაც, ახალ მუტაციას აქვს ერთი განმასხვავებელი თვისება: არცერთი დაინფიცირებული პაციენტ არ იყო მძიმე, არ ჰქონდათ სუნთქვის უკმარისობა, არც გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დაუკარგავთ, აღენიშნებოდათ დაღლილობა, თავის ტკივილი. ეს არის პოტენციურად უფრო გადამდები, მაგრამ ჯერჯერობით მტკიცებულება იმის შესახებ, დელტაზე უფრო მძიმე არის თუ არა, არ გვაქვს. ჯანმო ითხოვს რამდენიმე კვირას, რათა საბოლოო შეფასება გააკეთოს. მას მიეცა შეშფოთების კლასიფიკაცია, რაც ნიშნავს ყველაზე მაღალ კატეგორიას. მათი განცხადებით, ჯობია, ჩვენ მაქსიმალურად შეგვეშინდეს, ვიდრე უგულებელვყოთ და არ მივაქციოთ ყურადღება. „ჯანმომ“ დელტას შეშფოთების კვალიფიკაცი 8 თვის შემდეგ მისცა, “ომიკრონს“ კი ერთ დღეში. ორგანიზაცია ასეთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ იღებს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იგი ვირუსის ახალი ვარიანტის წინაშე საქართველოს მზაობასაც აფასებს და ვაქცინაციის დაბალ ტემპებს საშიშროებად მიიჩნევს.

საქართველომ აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან საკარანტინო ზომები მიიღო, თუმცა ევროპის ქვეყნებში ამ კვირის ბოლოს, ალბათ, ყველგან დაფიქსრდება ერთეულ შემთხვევები. რა უნდა დაახვედროს ახალ ვარიანტს ქვეყანამ? სამხრეთ აფრიკაში ვაქცინაციის დონე 24%-ს შეადგენს, რაც ახლოსაა ჩვენი ქვეყნის მონაცემებთან. ვაქცინის დამამზადებელი კომპანიების განცხადებით კი, თუ ეს შტამი მძიმე აღმოჩნდ, მათ საშუალოდ 100 დღე დასჭირდებათ, კონკრეტულად ამ შტამისთვის შექმნან ვაქცინა. ყველა ვაქცინ ეფექტურია ყველა შტამის წინააღმდეგ. ამიტომ ფაიზერის ვაქცინა დღემდ გამოიყენება ამ მხრივ“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times