eng | ქარ 19 იანვარი 2022, 15:17 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

არსებობს სასამართლო და საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე, ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას - ალუდა ღუდუშაური

26 ნოემბერი 2021 | 11:27

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულ ყოფილი პრეზიდენტს უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება და გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა.

ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს და ამას უნდა შეეგუოს.

„პოლიტიკოსებისგან იქნება, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისგან, თუ უცხოპლანეტლებისგან ეს ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, არსებობს კანონი, არსებობს სასამართლო და მისი პრეროგატივაა მსჯავრის დადება და მსჯავრისგან გათავისუფლება, შესაბამისად, აქ არის ძალიან დიდი წერტილი და საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე ყველა ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას და მორჩა.

გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი და მისი ახირებული მოთხოვნები ერთადერთ მიზანს ემსახურება - მას უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება, მაგრამ მოუწევს და ამას უნდა შეეგუონ ეს ადამიანები და თვითონ პირველ რიგში. მისი ეს ახირებული მოთხოვნები და თითქოსდა ეპისტოლარული ჟანრის წერილები არანაირ შედეგს არ და ვერ იქონიებს, შესაბამისად მას მოუწევს მსჯავრის პირნათლად მოხდა, მისი ყველა უფლება იქნება დაცული როგორც აქამდე და სპეკულაციები მისი მსჯავრდების საქმეზე არის ამაო. მე ვურჩევდი ამ ადამიანებს, თუ რამე აქვთ სათქმელი წერილების ნაცვლად, რომ ტყვეობაში მყოფი სააკაშვილი დაიცვან, კარგად მოემზადონ და სასამართლოზე დაიცვან თავი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მასთან დეპუტატებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ და თუ ასე გაგრძელდება, მედიკამენტების მიღებას შეწყვეტს. ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი მალე შეიქმნება.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times