eng | ქარ 09 დეკემბერი 2021, 00:27 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია“ - კარლ ჰარცელი სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე

25 ნოემბერი 2021 | 13:06

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიხეილ სააკსაშვილის სამხედრო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას აფასებს და აღნიშნავს, რომ საელჩო სიტუაციაზე დაკვირვებას განაგრძობს.

„ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იგი, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ეხება და აღნიშნავს, რომ მოხარულია იმ პროგრესით, რომელიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში გამოვლინდა.

„მივესალმები იმ ქმედებებს, რაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განხორციელდა. ასევე მოხარული ვარ ინფორმაციით, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times