eng | ქარ 08 დეკემბერი 2021, 23:58 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

"კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად პარლამენტში მიგვიწვიეს, რაზედაც უარი ვთქვით“ - კარლ ჰარცელი

25 ნოემბერი 2021 | 11:47

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი უზენაესი მოსამართლეების დამტკიცების პროცესზე საუბრობს და იმ მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც საელჩო მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად პარლამენტში მიგვიწვიეს, რაზედაც უარი ვთქვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რაზედაც აპრილის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარს და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს წუხილი, რომ არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და არც ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობებს’,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იგი, ასევე, საელჩოს პოზიციასაც გვამცნობს, რომლის მიხედვითაც, პროცესში არსებული ხარვეზების ამოსაფხვრელად საუკეთესო გამოსავლი მისი დაპაუზებაა.

„როგორც ვიცით, არსებობს ხარვეზები ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით. ასევე ვნახეთ კანდიდატების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით „ოდირი“-ს შეფასება. ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ის, რაც პროცესში უნდა გაკეთდეს, მისი დაპაუზებაა იმისთვის, რომ გადაიხედოს პროცედურები შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე“,- აღნიშნა ელჩმა.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times