eng | ქარ 08 დეკემბერი 2021, 22:12 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ინფიცირების 4331, ხოლო გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა - დღევანდელი კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში

25 ნოემბერი 2021 | 11:04

გასულ 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 57 ადამიანი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 826 714-ს. ვირუსს ჯამში 11 736 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 768 559-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.06%.

გუშინ საქართველოში სულ 52 987 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 32 808 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 179 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარა - 184, იმერეთი - 822, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 428, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 326, კახეთი - 311, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times