eng | ქარ 08 დეკემბერი 2021, 23:29 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

„ზურაბიშვილს „არასოდესის“ თქმის გამო აუწევენ ყურს“ - რომან გოცირიძე

24 ნოემბერი 2021 | 18:18

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ეკა სეხნიაშვილის გადაცემა „დროულ დიალოგში“ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების გზებზე საუბრობს. მისი აზრით, მიზნის მიღწევის 6 გზა არსებობს და მათგან პირველი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამორიცხა.

„პრეზიდენტს ერთ წუთში შეუძლია, შეწყალებით გაათავისუფლოს სააკაშვილი. როცა მან მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე განაცხადა: არა, არასოდეს - მას ერთი რამ შეეშალა. ივანიშვილმა ზურაბისვილს უთხრა, რომ თუ გკითხავენ, უთხარი არა, მაგრამ არასოდესო - მას არ უთქვამს. ეს მან საკუთარი ინიციატივით, ვითარების გამძაფრებისთვის დაუმატა და მერე ამისთვის აუწევენ ყურს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პირველი ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარჩენილ გზებზეც საუბრობს.

„მეორე გზა არის, რომ პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღოს. მესამე გზა უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემაა. მეოთხე გზა - სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება, ხოლო მეხუთე გზა მიხეილ სააკაშვილმა თავად შესთავაზა ხელისუფლებას თავის წერილში, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ დაწერა. აქ ის ამბობს, რომ შეიქმნას საერთაშორისო სასამართლო, რაღაც კონსილიუმის მსგავსი, რომლის ფარგლებშიც უცხოელი მოსამართლეები დაიწყებენ მისი საქმის გადახედვას. სააკაშვლი ამბობს: დაე, სამართლიანმა სასამართლომ განმსაჯოს!“,- განაცხადა გოცირიძემ.

იგი მიხეილ საკაშვილის განთავისუფლებაზე საუბრისას მთავრობისა და მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებების მნიშვნელოვნობასც უსვამს ხაზს, თუმცა არსებული გამოცდილებით, „ქართული ოცნების“ იმედი არ აქვს.

„არასდროს ამ მთავრობის მხრიდან ამ 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა იოტისოდენა დათმობა ნორმალური, ცივილური, კულტურული დიალოგის ფარგლებში. თუ რამე დათმო, ყველა დათმობა იყო ბრძოლის შედეგი: გავრილოვის 1-წლიანი ქუჩის აქციები; გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და აქტივისტების დაჭერები; ნიკა მელიას დაპატიმრება და ასე შემდეგ. ბოლოს მათი განთავისუფლება ხომ მოხდა, ხომ მივაღწიეთ ნაწილობრივ პროპორციულ არჩევნებს, კონსტიტუცია ხომ მივიღეთ პირველი მოსმენით?! ეს ყოველივე ქუჩის პროტესტის, ევროკავშირისა და შარლ მიშელის წყალობით მოხდა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times