eng | ქარ 09 დეკემბერი 2021, 00:24 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

„კოვიდგადატანილებისთვის ე.წ. „მწვანე სტატუსის“ უვადოდ მინიჭების გადაწყვეტილება შეიძლება, გადაიხედოს“ - ამირან გამყრელიძე

24 ნოემბერი 2021 | 16:57

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ე.წ. „მწვანე სტატუსის“ მინიჭების საკითხზე საუბრობს და კოვიდგადატანილებისთვის მუდმივი სტატუსის მოხსნას არ გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მუდმივმოქმედი „მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ, თუმცა გამყრელიძის განცხადებიდან ვიგებთ, რომ სამომავლოდ ეს მოცემულობა შეიძლება, შეიცვალოს.

„ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს. საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-ამდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი, მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული“, - აცხადებს გამყრელიძე.

 

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times