eng | ქარ 08 დეკემბერი 2021, 23:55 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება

24 ნოემბერი 2021 | 15:21

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის „მწვანე სტატუსი” და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. „მწვანე სტატუსი” ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას „მწვანე სტატუსი“ ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times