eng | ქარ 09 დეკემბერი 2021, 00:05 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

"რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც" - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს შეხვდა

24 ნოემბერი 2021 | 11:05

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუნდის სხვა წევრებთან ერთად სტრასბურგში იმყოფება. ისინი ევროპარლამენტარებს ხვდებიან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას აწვდიან. კობახიძის თქმით, განსახილველ საკითხებს შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული თემის გარდა ქვეყნის გამოწვევებიც იყო, რაზეც ევროპარლამენტარების პოზიცია საერთოა - შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი.

"ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა,“- განაცხადა კობახიძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times