eng | ქარ 09 დეკემბერი 2021, 00:31 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

„ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მარტამდე შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს“ – „ჯანმო“

23 ნოემბერი 2021 | 18:11

 

„რეგიონის 53 ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში გაზაფხულამდე, შესაძლოა, 2.2 მილიონს მიაღწიოს“,- ამის შესახებ ინფორმაციას „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ავრცელებს.

ისინი ევროპაში არსებულ კოვიდსიტუაციას „ძლიერ მარწუხებში ყოფნად“ აფასებენ და ამჟამინდელი ტენდენციებით რთულ ზამთარს ვარაუდობენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 4 200-მდე გაიზარდა, რაც სექტემბრის ბოლო მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად „ვაქცინაცია პლუს“ მიდგომა დაასახელა.

„იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ამ ვირუსით და გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში „ბუსტერის“ მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, წინ რთული ზამთარია, თუმცა პანდემიის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი ზომების მიღება მაინც შესაძლებელია.

„დღეს კოვიდსიტუაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ყველა ჩვენგანს, მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებს, ინდივიდუალურ პირებს, შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის“,- აღნიშნა კლუგემ.

 

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times