eng | ქარ 08 დეკემბერი 2021, 23:33 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

სამსახური არ არის პრობლემა, პრობლემა არის პროფესიულ განათლებაში - კობა ქათამაძე

23 ნოემბერი 2021 | 13:22

„მივესალმები პრემიერის ინიციატივას, მე მაქვს ბევრ სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობა, რომლებიც კადრების დეფიციტს ასახელებენ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პროექტების განვითარების მართვის ცენტრის“ დამფუძნებელმა, კობა ქათამაძემ განაცხადა.

კობა ქათამაძე ამბობს, რომ სამუშაო ადგილების პრობლემა არ დგას, თუმცა, როგორც ის განმარტავს სამშენებლო სექტორში პრობლემა კვალიფიციური კადრია, მისივე მოსაზრებით კადრების გადამზადებას 5 – 6 წელი დასჭირდება:

„ამ სექტორში არსებობს პროფესიული პრობლემა, მოდის პიროვნება, რომელსაც აქვს ზალა, მაგრამ არ შეუძლია კიბე გადადგას მარჯვნივ, მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანებთან გასაუბრება მათი უნარების შესწავლა და დარგთა შორის გადანაწილება, მე შემიძლია ავიყვანო ადამიანები გადავამზადო და გავუგზავნო ბაზარს, ეს იქნება დიდი დახმარება ამ სოციალური პროგრამის.

სამსახური არ არის პრობლემა, პრობლემა არის პროფესიულ განათლებაში, უმაღლესი განათლებით მოდიან, მაგრამ არ აქვთ პრაქტიკულ და თეორიულ დონეზე ცოდნა, სამშენებლო რეგულაციები საკმაოდ გართულდა, სოციალური პოლიტიკა არის შესაცვლელი, ეს პრობლემა სამ თვეში ვერ მოგვარდება, მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს ამ ადამინების გასაუბრება მუნიციპალურ დონეზე და ამას სჭირდება სადღაც 5 – 6 წელი, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ.

სამშენებლო სექტორში თითქმის ყველა სექტორზე არის კადრის პრობლემა, ისინი ამბობენ, რომ 250 ლარი არის მათი გარანტირებული ხელფასი და ჩვენთან როგორ შეეთავსებიან არ იციან, ამიტომ თავს იკავებენ დასაქმებისგან, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ კომპანიებმა სოციალურ სააგენტოებს მიწერონ, რათა თუ ვერ შეძლო ადამიანმა მუშაობა ისევ გაუგრძელდეს სოციალური შემწეობა,“ – განაცხადა კობა ქათამაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times