eng | ქარ 09 დეკემბერი 2021, 00:29 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

“ქართული ოცნების“ წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან

23 ნოემბერი 2021 | 11:11

 

ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის სხვა წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ. ისინი ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს უნდა შეხვდნენ.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებთან განსახილველ თემებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ მთავარი საკითხი ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეეხება, თუმცა ამასთან, ელის, რომ გუნდის წევრებს შეხვედრაზე სააკაშვილზეც მოუწევთ საუბარი.

„ყველა თემას შევეხებით, რაც ადგილობრივ პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება. ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღის წესრიგი შეიცვალოს, ამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, -განაცხადა კობახიძემ.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times