eng | ქარ 17 იანვარი 2021, 23:12
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ამ ეტაპისთვის კლინიკებში საწოლების დეფიციტი არ გვაქვს, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა - ეკატერინე ტიკარაძე

22 სექტემბერი 2021 | 12:38

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო. ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან იმისთვის, რომ ინფექციის კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში საწოლების დეფიციტი არ არის.

„ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში ამასთან მიმართებაში მიმდინარეობს კონსულტაციები. ასევე, სხვა ექსპერტებთან ერთად. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times