eng | ქარ 17 იანვარი 2021, 23:10
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

22 სექტემბერი 2021 | 11:13

უხვი ნალექის შედეგად, ბათუმის ნაწილი დაიტბორა. მძიმე ვითარება შეიქმნა თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, მელიქიშვილის, აღმაშენებლის, შავშეთისა და სხვა ქუჩებზე.

წვიმა განსაკუთრებით დილის 04:00 საათზე გაძლიერდა. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებსა და კომერციულ ობიექტებში.

სტიქიის შედეგად, მოსახლეობას დაეღუპა ფრინველი და დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

ასევე, რთული ვითარებაა ხელვაჩაურში, სადაც ადიდებული მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

დილიდან შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times