eng | ქარ 17 იანვარი 2021, 22:31
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

არ შეიძლება სასულიერო პირი იყოს მხარე, ეკლესია არ შეიძლება რომელიმე პარტიის მხარდამჭერად გაიგივდეს - მამა შალვა

20 სექტემბერი 2021 | 19:14

არ შეიძლება სასულიერო პირი იყოს მხარე, არ უნდა იყოს ადამიანებს შორის ასეთი დაპირისპირება და ერთხელ და სამუდამოდ, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს და ეკლესია არ შეიძლება რომელიმე მხარედ და მხარდამჭერად გაიგივდეს, - აღნიშნულის შესახებ მამა შალვა კეკელიამ რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" ისაუბრა.

"ეკლესია არ უნდა იყოს პარტიული. ყველა ადამიანი ჩვენი შვილია. მეც მომიაზრებენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერად, მაგრამ არასდროს არ ვყოფილვარ არცერთი პარტიის მხარდამჭერი და ვერც ვიქნები. არ შეიძლება სასულიერო პირი იყოს მხარე. არჩევნებშიც სულ ერთხელ მაქვს მონაწილეობა მიღებული, არადა, ეს ჩვენი სამოქალაქო ვალდებულებაა, მაგრამ შინაგანად ვერცერთხელ ვერ შევძელი, მხარე ვერ გავხდი ვერასდროს.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა შევარიგოთ. არ უნდა იყოს ადამიანებს შორის ასეთი დაპირისპირება და ერთხელ და სამუდამოდ, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს და ეკლესია არ შეიძლება რომელიმე მხარედ და მხარდამჭერად გაიგივდეს.

ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ცოდვები აქვთ ჩადენილი და ჩვენ ამ ადამიანებს ვპატრონობთ", - აღნიშნა მამა პეტრემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში მომრავლებული მღვდელმსახურების განდევნა ეკლესიიდან ისევ იმ სასულიერო პირების ბრალია, ვისაც ეკლესია საკუთრებად მიაჩნიათ.

"როგორც ვიცი, ბოლო 4 წლის მანძილზე, 50-მდე მღვდელს აქვს შეჩერებული მსახურება, რომლებსაც დაუდაასტურდათ არაწმინდა და არაეკლესიური საქციელი.  სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ეკლესია მათი საკუთრებაა და თან რომ ვუსმენ, ისეთი ტონით საუბრობენ, როგორც სასულიერო პირი არ უნდა საუბრობდეს, ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა მამა პეტრემ. 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times