eng | ქარ 17 იანვარი 2021, 23:28
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ყოველთვის იყო და ამაში ერთი და იგივე სახეები მონაწილეობენ წლების მანძილზე - მამა შალვა კეკელია ფარულ ჩანაწერებზე

20 სექტემბერი 2021 | 18:38

"ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ყოველთვის იყო და აშკარად ჩანს ის ძალები, ვისაც სურს, რომ ეკლესია განადგურდეს, ადამიანებს სასულიერო პირების მიმართ დაეკარგოს ნდობა და ამაში ერთი და იგივე სახეები მონაწილეობენ წლების მანძილზე, - ასე გამოეხმაურა მამა შალვა კეკელია იმ ფარული ჩანაწერების გავრცელებას, რომელშიც უმაღლესი სასულიერო პირების საუბრებია ასახული.

ამის შესახებ მამა შალვამ რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" ისაუბრა.

"ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ყოველთვის იყო და აშკარად ჩანს ის ძალები, ვისაც სურს, რომ ეკლესია განადგურდეს, ადამიანებს სასულიერო პირების მიმართ დაეკარგოს ნდობა და ამაში ერთი და იგივე სახეები მონაწილეობენ წლების მანძილზე. ის, რომ გიწერენ, ეს არის საშინელება. პირადად მე, არავიტარი პრობლემა არ მაქვს მისმენენ თუ არა და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მისმენდნენ, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლაც, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არ არის, მთავარი და ყველაზე ცუდი ფაქტია ის, რომ იმ ადამიანებს უსმენენ, ვინც ჩვენთან მოდის. მათ არ სურთ რომ სხვამ გაიგოს ამის შესახებ და ეს არის ძალიან მძიმე. საუბარს რომ ვამთავრებდი, ხშირად მიმიმართავს იმ ადამიანებისთვის, ვინც მისმენდა, რომ შენი ოჯახი ღმერთმა დალოცოს, ხომ იცი, ხელფასს იმაში გიხდიან, ჩვენ რომ გვისმენ თქო. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ყველა ზარს ისმენდე... მერე ერთმანეთში აიზილა ტყუილ-მართალი.

ერთი საშინელებაა ის, რომ ისმენენ და მეორე უარესი უბედურებაა, რომ არსებობენ ადამიანები, ჟურნალისტების ნაწილი, ვინც ამ ფაილებს კითხულობენ და ავრცელებენ საზოგადოებაში. ვერაფრით ვერ ვხვდები, ამ მასალებს როგორ ეცნობიან, ნუთუ არ სრცხვენიათ? ამის წინააღმდეგ ნუთუ არ არსებობს რაიმე კანონი? საზოგადოებას ამის მიმართ არ უნდა ჰქონდეს სწორი რეაგირება?

მღვდელს არ უნდა გვეშინოდეს ჩანაწერების გაკეთების. ჩვენ, ქრისტიანებმა კარგად ვიცით, რომ ჩვენი ყველა საქმე გამოაშკარავდება, შესაბამისად, ჩვენ დასამალი არ უნდა გვქონდეს არაფერი. თუ დამნაშავეა ადამიანი, სპეცსამსახურებს დავალებაც აქვთ, რომ ქვეყანა გააკონტროლონ, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს სპეციალური სასამართლო გადაწყვეტილება და ნებართვა. ყველას უსმინო? ეს არ არის გამართლებული. ჩვენი პირადი ყველას უნდა გვქონდეს და თუ მე რაღაც ისეთი ცხოვრების წესით არ ვცხოვრობ, რატომ უნდა მისმენდნენ რას ველაპარაკები ოჯახის წევრებს, ეს დაუშვებელია", - განაცხადა მამა შალვამ.

 

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times