eng | ქარ 17 იანვარი 2021, 22:43
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

20 სექტემბერი 2021 | 12:57

ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ, რუსეთში, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვებს.

რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ „ერთიან რუსეთს“ 49.76 პროცენტი აქვს. მეორე ადგილს კომუნისტური პარტია იკავებს 19.61 პროცენტით, მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა 7.53 პროცენტით.

არსებული მონაცემებით, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ასევე შედიან პარტია „სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის“, რომელსაც ხმების 7.34 პროცენტი აქვს და პარტია, „ახალი ხალხი“, 5.31 პროცენტით.

მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები სამი დღის განმავლობაში, 17,18 და 19 სექტემბერს მიმდინარეობდა. ქვედა პალატის არჩევნების პარალელურად, იმავდროულად ჩატარდა პირდაპირი არჩევნები რუსეთის ფედერაციის ცხრა ერთეულის ხელმძღვანელებისთვის და ასევე არჩეული იქნა 39 რეგიონალური პარლამენტი.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times