eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 15:48 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

თუ მეგის ქარდავას ფეხებზე დაიკიდებთ, რატომ უნდა დაგიჯერონ სხვებმა და გაწირონ საკუთარი მომავალი - თეა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილს

14 სექტემბერი 2021 | 19:11

ყოფილი „კმარელი“ და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი თეა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

„ბატონო პრეზიდენტო, სანამ ნიუ-იორკის გარიჟრაჟის ფონზე ვიდეოებს ჩაწერთ და Facebook -ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნებთ მოწოდებებით, რომ „ცოტა ხანი კიდევ გაძელით ხალხო“, „ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“ და ა.შ. მანამდე იქნებ იმ ადამიანებზე გეფიქრათ და დადგომოდით გვერდით, ვინც თქვენივე პრეზიდენტობის პერიოდში ზრუნავდნენ ქვეყნის გადარჩენაზე, ზრუნავდნენ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსულ სპეცსამსახურებს და მათ აგენტებს არ ებოგინათ, ზრუნავდნენ იმაზე, რომ არაკრიმინალ მოქალაქეებს მშვიდად ეცხოვრათ და ემუშავათ!

მე თქვენ გეკითხებით ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თუ ხელს არ გაანძრევთ და უკრაინის ხელისუფლება რუსული სპეცსამსახურების მიერ დევნილ მეგის ქარდავას რუსების ხელდასმულ ე.წ. ქართულ ოცნებას გადასცემს საქართველოში, ადამიანს, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება ოკუპანტებთან ბრძოლას, კრიმინალების ალაგმვას და არაკრიმინალი ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების დაცვას შეალია, თქვენ თუ ასეთ ადამიანს ფეხებზე დაიკიდებთ, რატომ უნდა დაგიჯერონ სხვებმა და გაწირონ საკუთარი მომავალი იმ ქვეყანაში?

თქვენ გგონიათ, რომ ხვალ რომ მართლა რამე შეიცვალოს საქართველოში, ამ ყველაფრის ფონზე როგორც თქვენ იქცევით, თქვენ კიდევ გგონიათ, რომ დაგიდგებიან გვერდით ის ადამიანები, ვისაც მართლა საქმის კეთება შეუძლია? მოლაყბეები და სავარძლებში უკანალების კომფორტულად ჩადების მსურველები ალბათ, ბევრი მოგეტმასნებათ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მე რეალურად საქმის გამკეთებელ ხალხზე გეკითხებით. გგონიათ, რომ ასეთი ადამიანები კვლავ გაწირავენ თავს იდეებისთვის იმ ქვეყანაში? მართლა ასე გგონიათ? ძალიან ცდებით ბატონო პრეზიდენტო, თუ ასე გგონიათ! ძალიან ცდებით!

P.S. აბა რამდენი ათასი ხართ მიშას დასახვედრად გამზადებულები? 40 000-იო დავრეგისტრირდითო ხო?! ხო და წადით ეგ 40 000 და ჯერ მეგის ქარდავას დახვდით და დაიცავით და მერე დააჯერებთ სააკაშვილსაც, რომ მის დაცვასაც შეძლებთ რომ ჩამოვა! სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მეგის ქარდავას და მისნაირებზე იდგა. წადით, დახვდით და დაიცავით ახლა თუ რამის ერთი ადგილი გაქვთ. თუ არა და ტყუილად ნუ იცემთ მჯიღს გულში!

P.S.p.s. მე გიხდი მეგის ქარდავა მადლობას, როგორც ერთი ქართველი იმ გაწეული სამსახურისთვის, რაც შენ ჩემი ქვეყნისთვის გიკეთებია!“, – წერს თუთბერიძე.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times