eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 15:44 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

გალის რაიონის ყველა სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

14 სექტემბერი 2021 | 16:30

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდულმა გაერთიანებამ „ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან“ გაავრცელა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს შედეგია იმ პროცესის, რაც გალის სკოლებში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. კერძოდ, ქართული ენის რუსულით ჩანაცვლება სკოლებში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო მე – 11 კლასი იყო ერთადერთი, სადაც მოსწავლეები ქართულად სწავლობდნენ.

„დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი. შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს“, – განაცხადეს ახალგაზრდულ გაერთიანებაში.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times