eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 14:49 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

გიორგი გახარია, "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მთავარ პოლიტიკურ ძალას, დაასრულებს - სოფო ხორგუანი

13 სექტემბერი 2021 | 18:30

გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლით, "ნაციონალური მოძრაობა" დაკარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს და ეს არის ახლა ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" აქტიური მხარდამჭერი, სოფო ხორგუანი და მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა იყო სწორი გადაწყვეტილება.

ამის შესახებ ხორგუანმა რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" განაცხადა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც კი ვარ ამაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაკარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს. ეს სჭირდება ამ ქვეყანას, გვჭირდება ჯანსაღი ოპონირება.

საერთოდ არ მესმის, თუ რატომ მაქვს სამტკიცებელი ვინმესთვის "ნაციონალურ მოძრაობაში", ოპოზიციური ვარ თუ რატომ მინდა პოლიტიკაში. არ ვიცი ვინ დააყენა "ნაციონალური მოძრაობა" შლაგბაუმთან პოლიტიკაში შემოსასვლელად,თითქოს მან უნდა მომცეს უფლება ან საერთოდ, რომელმა პოლიტიკოსმა უნდა განმისაზღვროს პოლიტიკაში ყოფნა?  ამას განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად დიდ ცვლილებებს წინასწარმეტყველებს ქართულ პოლიტიკაში და ერთ-ერთი პირველი ცვლილება არის ის, რომ გაჩნდა ახალი ძალა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, დაასრულებს. დასრულდება, რადგან ძალადობაზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა ამ ქვეყანაში არ გვჭირდება", - აღნიშნა სოფო ხორგუანმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვება დროულად მიიღო .

"რაც შეეხება გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომას, ეს იყო მისი მხრიდან ძალიან სწორი გადაწყვეტილება. "ნაციონალური მოძრაობა" გაცოცხლდა მას შემდეგ, რაც მოხდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში გაკეთდა იმისთვის, რომ ციხიდან გამოვიდა გიორგი რურუა, რომელიც ვერ ვხვდები თუ როგორ მიება ომ მოლაპარაკებების პროცესში და ნიკა მელია, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ სასჯელს იხდიდეს, არის მერობის კანდიდატი და მიიღო სრული იმუნიტეტი. ეს ყველაფერი მოყვა იმას, რა ფორმითაც მოხდა მისი დაკავება. გიორგი გახარია არასდროს ყოფილა მელიას დაკავების წინააღმდეგი, უბრალოდ, ის არ ემხრობოდა მის ფორმით დაკავებას, როგორც ეს ფაქტი მოხდა. ძალიან სამწუხაროდ, რომ იმ შეთანხმებაში, ორივე პარტიისთვის, "ნაციონალური მოძრაობისთვისაც" და "ქართული ოცნებისთვისაც"ორი პუნქტი აღმოჩნდსა მნიშვნელოვანი - გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლება. 

სწორი იყო მისი გადაწყვეტილება და კი არ გაიქცა, პირიქით, დარჩა პოლიტიკაში, შექმნა პარტია და ეს არის ძალიან სწორი გზა. ადგილობრივი თვითმმართველობით იწყებს პოლიტიკურ გზას, ეს ყველაზე სწორია, როცა ქვეყანაში შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური ძალა ერთნაირი ღირებულებებით, ერთნაირი იდეების მაკავშირებელი ადამიანებით და მოიპოვონ ჯერ თვითმმართველობაში ძალაუფლება და შემდგომ უკვე კიდევ წინ წავიდნენ.

ძალიან მიხარია, რომ გიორგი გახარია არის ალტერნატიული ძალა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც საქართველოს მოქალაქე ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდი", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times