eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 16:01 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ახლა, რაღაც მოედნებზე და აუტებზე საუბარი სრულიად ზედმეტია და ღია კარის მტვრევას ჰგავს - მიხეილ სარჯველაძე გიორგი გახარიას ინიციატივაზე

13 სექტემბერი 2021 | 17:39

გიორგი გახარიას ინიციატივა, თბილისის მერობის კანდიდატების დებატებზე ღია კარის მტვრევას ემსგავსება და მას პირადად არ აწყობს, რომ გაიმართოს ეს დებატები, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ინიცისტივას, თბილისის მერობის კანდიდატების დებატების გამართვასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "დროული დიალოგი" განაცხადა.

"ეს უკვე ემსგავსება ღია კარის მტვრევას. მგონი მომენტებს სწორად ვერ არჩევენ. როცა ასეთი ინიციატივა დაიძრა, პირდაპირ მიიღო კახი კალაძისგან პასუხი, რომ ის ნებისმიერი ფორმატით მზად იყო. ახლა, რაღაც მოედნებზე და აუტებზე საუბარი სრულიად ზედმეტია და კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. მგონია, რომ ამ განცხადებებზე რაღაც ფაბულის შექმნა არასწორია და ახლა იმის თქმა, რომ თანახმა ვარ რომელიმე მოედანზე შევხვდეთ, ისე გამოდის, რომ თითქოს სხვა მოედანზე შეხვედრაზე ვინმემ უთხრა უარი. ასეთი ინსინუაციები არაა გამართლებული. უბრალოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ასე არ ხდება. ის, რომ ვინც დაიძახებს, ყველას დაძახილზე დებატი დგებოდეს, ასე არ ხდება, რადგან ამას სჭირდება მომზადება, პირველივე წუთიდან, კახა კალაძემ თანხმობა განაცხადა დეპატებზე.

ის, თუ რატომ ვერ შედგა დებატები ამ ხნის მანძილზე, რატომ ვერ მივიდა პროცესები ბოლომდე, თავისი მიზეზი აქვს. როცა ადამიანები ცდილობენ, სადღაც სხვა მიმართულებებით წაიყვანონ მსჯელობა, შეთანხმება, ასე ხდება და როცა საგნობრივი და კონკრეტული იქნება, მოჰყვება ამ ყველაფერს კონკრეტული გადაწყვეტილებები. ცუდ კონტექსტს ქმნიან და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ რეალურად, ეს დებატები არ შედგეს. მხარე, რომელიც არ არის დებატებით დაინტერესებული, არის ოპოზიცია, მათ შორის, გახარია. მათ პერსპექტივა არ აქვთ. უბრალოდ, ის ცდილობს, რომ შექმნას სურათი, ვითომ შეუპოვრად იღწვის დებატებისთვის.

რანაირად უნდა გაეცეს პასუხი კითხვებს მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რა პროექტებით და გეგმებითაც ის ცდილობს, რომ მოიპოვოს ხალხის ნდობა და შესაბამისად, გახდეს ქალაქის მერი, მაშინ, როდესაც მანამდე ის იყო პრემიერ-მინისტრი და ვის აბრალებს თუ კი რაიმე წარუმატებლად იმართებოდა? ან მომავალში რა უნდა ქნას? კიდევ სხვას უნდა დააბრალოს და ისევ უნდფა გაიქცეს? ეს არაა სწორი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times