eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 16:53 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

დავანახებთ საზოგადოებას განსხვავებას ამ თვალთხარიებსა და საქართველოს გამანადგურებელ ქოცურ რეჟიმსა და პრო-დასავლურ ოპოზიციას შორის - გია ბარამიძე

13 სექტემბერი 2021 | 17:15

"ნციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე, გიორგი გახარიას წინადადებას, თბილისის მერობის კანდიდატების დებატების გამართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი პარტიის ლიდერი, ნიკა მელია, მზად არის რეიტინგულ კონკურენტებთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

ამის შესახებ ბარამიძემ რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "დროული დიალოგი" განაცხადა.

"ნიკა მელიამ არაერთჯერ განაცხადა, რომ მზად არის შედარებით რეიტინგულ კონკურენტებთან დებატები გამართოს. სამწუხაროა, მაგრამ კალაძეს და გახარიას აქვთ გარკვეული რეიტინგები და მთავარი კონკურენტები ეგენი არიან, "ქოცები", რომლებმაც ერთმანეთთან რაღაც ვერ გაიყვეს და ივანიშვილის კარზე ახლა ერთმანეთს ეცილებიან და კრემლის სხვადასხვა ფრაქცია უჭერს მათ მხარს. ამიტომ, ჩვენთვის ეგ ერთი ძალაა და კალაძე იქნება თუ გახარია, პრობლემა არაა და პირიქით, დიდი ინტერესით დავანახებთ საზოგადოებას განსხვავებას ამ თვალთხარიებსა და საქართველოს გამანადგურებელ ქოცურ რეჟიმსა და "ნაციონალურ მოძრაობას" და დანარჩენ პრო-დასავლურ ოპოზიციას შორის", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times