eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 15:43 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ წევრების აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო - პრემიერი

01 სექტემბერი 2021 | 12:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაკროფინანსურ დახმარებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი მიერ გამოყოფილმა სესხმა დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და ბევრი პოლიტიკური ინსინუაციების, რაღაც სპეკულაციების საფუძველი გახდა.

პრემიერის განცხადებით, ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და თავი შეიკავა სესხის აღებისგან.

მისივე თქმით, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ წევრების აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო.

"2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ, დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ჩადიოდნენ ევროკავშირში და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ შორის „ქართული ოცნების“ თაობაზე, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ და ასე შემდეგ. ეს ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. ამის შემდეგაც, თუნდაც 2014 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპის სახალხო პარტია, ასე ვთქვათ, „ნაცმოძრაობის“ დედა პარტია, ქოლგა პარტია, რომელიც არის მათი პარტნიორი, სახალხო პარტიის ამ გაერთიანების წევრი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ტრადიციულად, არიან სოლიდარული მათ მიმართ. არ აინტერესებთ რეალურად რა ხდება, რამდენად მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი, თუ არ აქვთ. რეალურად საქმის არსში არ ერკვევიან და სუბიექტურ, მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებენ.

კარგად გვახსოვს, რომ 2014 წელს, როდესაც ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო მუშაობდა აქტიურად უვიზო რეჟიმის მიღებაზე, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, დაწყებული სააკაშვილით, ბაქრაძე, კანდელაკი და სხვებიც აქტიურად მუშაობდნენ სწორედ ამ ევროპარლამენტარებზე და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მეშვეობით, რომ საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს რაიმენაირად არ მიეღოთ უვიზო რეჟიმი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური პოლიტიკა. ამას გარდა, მათ შორის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ წევრების აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. თავიდან რომ  აგვერიდებინა და ზოგადად, სპეკულაციები დაგვესრულებინა, სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times