eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 16:37 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

13 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული რჩება

31 აგვისტო 2021 | 12:55

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ღიბრაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე კვლავ შეზღუდული იქნება.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა ღიბრაძემ. 

ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times