eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 16:12 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

პაატა იმნაძე განმარტავს რა შემთხვევაში დაიწყება საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია

27 ივლისი 2021 | 13:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ 12 წლიდან ბავშვები აიცრან, საქართველოც შესაბამისად იმოქმედებს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა, რადგან მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა.

„ბავშვებთან დაკავშირებით ისევ და ისევ „ფაიზერს“ უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად.

ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს.

თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა, ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“,- განაცხადა იმნაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times